The Police (ინგ. პოლიცია) არის ინგლისური როკ ტრიო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: სტინგი (ბას გიტარა, ვოკალი), სტიუარტ კოუპლენდი (დასარტყამები) და ენდი სამერსი (გიტარა, ვოკალი). ჯგუფი განსაკუთრებით პოპულარული იყო 70იანების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში. მათი მუსიკის ელემენტებია: ჯაზი, რეგეი და პანკ როკი. მათი 1983 წლის ალბომი Synchronicity იქცა ნამდვილ სენსაციად და ბრიტანეთსა და აშშ-ში რვაჯერ პლატინის სტატუსი მიიღო. ჯგუფი მოგვიანებით დაიშალა, მაგრამ კვლავ აღდგა 2007 წელს. პოლიციამ დაიწყო მასშტაბური მსოფლიო ტური, რომელიც გაგრძელდება 2008 წელს.