რუსული ენა გამოიყო ძველრუსული ენიდან XIV—XV სს-ში, რომლისგანაც მომდინარეობს აგრეთვე უკრაინული და ბელორუსული ენები. XVII ს-ში რუსი ხალხი ჩამოყალიბდა ერად საკუთარი ეროვნული ენით. რუსული ენის დიალექტურ დაყოფაზე საუბარი შესაძლებელია რუსების ძირძველი განსახლების არეალში, რომლის პირობითი საზღვრებია: სამხრეთით — ტამბოვი და ვორონეჟი, დასავლეთით — სანკტ-პეტერბურგისა და კოტლასის (არხანგელსკის ოლქში) ხაზი, ჩრდილოეთით — ვეტლუგა (ნოვგოროდის ოლქში), აღმოსავლეთით — სარანსკი (მორდოვეთი).