Poll without page-refresh
Article on other languages:
სახელწოდება
ოფიციალური : კენიის რესპუბლიკა.
ეროვნული : Kenya, Jamhuri ya Kenya; Republic of Kenya.
ეტიმოლოგია : ეწოდა კენიის მთის მიხედვით KiriKirinyaga ანუ Kere-Nyaga, ნიშნავს "თეთრ მთას".
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში . მოსაზღვრე ქვეყნებია: ეთიოპია , სომალი , სუდანი , ტანზანია , უგანდა . ფართობი: 582.646 კვ.კმ.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი MWAI KIBAKI (2002).
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - ბუნგე (224 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 7 პროვინცია (province).
დემოგრაფია
მოსახლეობა - 32,021,856 (2005), მათ შორის კიკუიუ 22%, ლუჰია 14%, აგრეთვე ლუო, კამბა, გუსაი.
სახელმწიფო ენა : სუაჰილი და ინგლისური .
დედაქალაქი : ნაირობი (2,412 ათასი).
ქალაქები : მომბასა (713), ნაკურუ (334).
ეკონომიკა
რესურსები : ოქრო, კირქვა, სოდა, მარილი.
ექსპორტი : ჩაი, ყავა, ხილი, ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები.
ეროვნული შემოსავალი : ერთ სულზე 360 $.
ვალუტა : კენიური შილინგი (KES).
ისტორია
1963 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთისაგან . პირველი პრეზიდენტი გახდა ჯომო კენიატა, რომელიც 1978 წლამდე მართავდა ქვეყანას. მისი ადგილი დაიკავა დანიელ არაპ მოიმ. 1991 -92 წლებში ქვეყანაში იყო ხალხის მასობრივი გამოსვლები დემოკრატიული მთავრობის მოთხოვნით.
მემკვიდრეობა
ვასკო და გამას კოლონა მალინდაში (XVI ს);
იესოს ფორტი მომბასაში (XVI ს.);
სიბილოის ეროვნული პარკი,
მაუნთ-კენიის ბუნებრივი ტყე.