ასტრონომია

Article on other languages:

ასტრონომიული ობსერვატორიები
გალაქტიკა

ასტრონომია (ბერძნ. αστρονομία; άστρον ასტრონ — ვარსკვლავი; νόμος ნომოს — კანონი), არის მეცნიერება სამყაროს შესახებ, რომელიც იკვლევს ციური სხეულებისა და მათ მიერ წარმოქმნილი სისტემების განლაგებას, მოძრაობას, აგებულებას, წარმოქმნას და განვითარებას.

ასტრონომია ძირითადად იკვლევს მზეს და ვარსკვლავებს, პლანეტებს და მათ თანამგზავრებს, კომეტებს და მეტეორიტებს, ნისლეულებს, ვარსკვლავთა სისტემებს და ნივთიერებას, რომელიც ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეებს.

ასტრონომიის სამი ძირითადი ამოცანა, რომლებიც ითხოვენ თანდათანობით მიდგომას არის:

  • ხილულ ციურ სხეულებზე დაკვირვება, მათი რეალური ადგილმდებარეობის დადგენა სივრცეში, მათი ფორმებისა და კოორდინატების განსაზღვრა დროის განმავლობაში.
  • ციური სხეულების აგებულების შესწავლა, მათი ქიმიური და ფიზიკური ნიშან-თვისებების (სიმკვრივე, ტემპერატურა და ა.შ.) დადგენა, შემადგენელი ნივთიერებების რაოდენობრივი განსაზღვრა და აღწერა.
  • ციური სხეულებისა და მათ მიერ წარმოქმნილი სისტემების წარმოშობის დადგენა.

ჩამოთვლილთაგან პირველი ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია მრავალწლოვანი დაკვირვებების ხარჯზე, რომლებიც უძველესი დროიდან დაიწყო და შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ასტრონომია უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს. ამასთან დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია შემდგომში უნდა იყოს შეჯერებული მექანიკის უმთავრეს კანონებთან, რომელთა ჩამოყალიბებამ და განვითარებამ უკანასკნელი 3-4 საუკუნის განმავლობაში ასტრონომია ჩვეულებრივ მოკვდავთა თავშესაქცევისგან საბუნებისმეტყველო მეცნიერებად აქცია, კონცეპტუალურად გაემიჯნა რა ამით ასტროლოგიას.

ციური სხეულების ფიზიკური აგებულების შესახებ თანამედროვე მეცნიერება შედარებით ნაკლებ ინფორმაციას ფლობს და შესაბამისად ჩამოთვლილ სიაში მეორე ამოცანაზე პასუხის გაცემა შედარებით პრობლემატური და ალბათური ხასიათისაა. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერული ძვრები ასტრონომიაში 100 წლის წინ დაიწყო, ფარდობითობის თეორიისა და კვანტური თეორიის შემუშავების შემდეგ.

დასახულ მიზანთა შორის ასტრონომიაში თითქმის არაფერია ცნობილი მესამე ამოცანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ წარმოშობას და განვითარებას ეხება. დაკვირვებების შედეგად მიღებული აღნიშნული ”უზარმაზარი” ინფორმაცია იმდენად მწირია, რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყო ეს, რომ ამ თემაზე მხოლოდ ზოგადი მოსაზრებების დონეზე შეიძლება საუბარი, არაფერი კონკრეტული დღესდღეობით ამ ამოცანის გადაჭრის მეთოდებსა და გზებზე არ არის ცნობილი.

სექციების სია

ასტრონომიის დარგები

ასტროლოგიაასტრომეტრიაასტროფიზიკავარსკვლავთა ასტრონომიაკოსმოლოგია - რადარული ასტრონომიარადიოასტრონომიარენტგენული ასტრონომიასელენოლოგიასფერული ასტრონომიაცის მექანიკა

ასტრონომიის ისტორია

ასტრონომია უძველესი მეცნიერებაა. იგი ჩაისახა და განვითარდა ადამიანის ცხოვრების პრაქტიკულ მოთხოვნათა საფუძველზე, როგორიცაა: დროის აღრიცხვა, დღისა და ღამის ცვლა, მთვარის ფაზები, წლის სეზონური მოვლენები და სხვა. ძვ. წ. მე–4 ს–ში საბერძნეთში ჩამოყალიბდა მოძღვრება დედამიწის სფერულ მოყვანილობაზე, შემუშავდა სამყაროს აგებულების ზოგადი სურათი.

იხ. სრული ტექსტი.

ასტრონომიის საერთო ცნებები და ტერმინები

ასტრონომიული ობიექტები

ასტეროიდიგალაქტიკავარსკვლავითანავარსკვლავედიკომეტამეტეორიტიმზის სისტემანისლეულიპლანეტა - შავი ხვრელი

ასტრონომიული ხელსაწყოები

ასტროგრაფიასტროლაბიასტრონომიული საათიდიოპტრირეფრაქტორირეფლექტორიტელესკოპიფოტომეტრიჰელიომეტრი

გამოჩენილი ასტრონომები

ჯორდანო ბრუნოგალილეო გალილეიიოჰანეს კეპლერინიკოლოზ კოპერნიკიისააკ ნიუტონიპტოლემეუსიტიხო ბრაგეედვინ ჰაბლი - უილიამ ჰერშელი

იხ. სრული ნუსხა.

ასტრონომიული დაწესებულებები


ქართული რესურსები ინტერნეტში

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.